Anito's photography

Anito's photography Photographer

და მერე რა რომ ზამთარია?! 🫶🏻🍂♥️
22/02/2023

და მერე რა რომ ზამთარია?! 🫶🏻🍂♥️

ნაცნობი ადამიანების გადაღებისას, ჩემთვის მნიშვნელოვანია ობიექტივის საშუალებით დავაფიქსირო მათი შინაგანი სამყარო, ხასიათი...
18/02/2023

ნაცნობი ადამიანების გადაღებისას, ჩემთვის მნიშვნელოვანია ობიექტივის საშუალებით დავაფიქსირო მათი შინაგანი სამყარო, ხასიათი, თვისებები და შემდგომ კი სხვა ადამიანებსაც გავუზიარო ის რისი დანახვაც ერთი შეხედვით ასეთი რთული და მეორე მხრივ კი ასეთი გასაოცარი და საინტერესო პროცესია 🪩✨

ესეც ულამაზესი და უნაზესი ანა 🧚‍♀️🌷
18/02/2023

ესეც ულამაზესი და უნაზესი ანა 🧚‍♀️🌷

"ბროწეულების კაცი"ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე იყო, როდესაც გადავწყვიტე გამესეირნა ძველ თბილისში და სრულიად შემთხვევ...
16/02/2023

"ბროწეულების კაცი"
ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე იყო, როდესაც გადავწყვიტე გამესეირნა ძველ თბილისში და სრულიად შემთხვევით, როდესაც კატას ვეფერებოდი დავინახე ეს მოხუცი კაცი, რომელიც მორიდებით იჯდა თავისი სახლის წინ, პატარა მაგიდაზე მისი ეზოს ბროწეულები იდო. არ ვიცი რამ მიბიძგა რომ მივსულიყავი მასთან, თუმცა საბოლოოდ დიდი მორიდებით მივედი და ვკითხე თუ შეიძლებოდა, რომ მისთვის გადამეღო სურათი. მან გამიღიმა და მის ეზოში შემიყვანა, წამოდიო ჩემს ბროწეულებთან ერთად გადამიღეო, გაგასინჯებ როგორი გემრიელი და ტკბილიო, მართალი აღმოჩნდა. ამ კაცის გადაღების დროს მივხვდი, რომ ვიპოვე საყვარელი საქმე, კონკრეტულად კი პორტრეტების გადაღება, ყველა თავისი ნაკლით, რომელიც რეალურად სრულყოფილებაა. ამ ფოტოს დამუშავებაზეც კი უარი განვაცხადე, რადგან მისი სიკეთით და ამავდროულად სევდით სავსე თვალებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვფიქრობ რომ ეს არის მაგალითი იმასა თუ როგორ შეიძლება ადამიანმა შეინარჩუნოს სიკეთე და არ გაბოროტდეს, მიუხედავად სასტიკი და უსამართლო წუთისოფლისა. მისი ნაოჭები მიმაჩნია ერთგვარ ხელოვნების ნიმუშად, ის ხაზს უსვამს მის ასაკს, გამოცდილებას, განსაკუთრების კი ნაოჭები თვალებთან რომელიც უჩნდება გაღიმების დროს.

გიყვარდეს ყოველ დღე, ყოველ წამს 💌
15/02/2023

გიყვარდეს ყოველ დღე, ყოველ წამს 💌

ბავშვების გადაღება ყოველთვის ზღაპრულ ემოციებთან ასოცირდება 💌მათ თვალებში ყოველთვის სილაღე და გულრწფელობა იგრძნობა, მათ ა...
15/02/2023

ბავშვების გადაღება ყოველთვის ზღაპრულ ემოციებთან ასოცირდება 💌

მათ თვალებში ყოველთვის სილაღე და გულრწფელობა იგრძნობა, მათ არ აქვთ ოცნების საზღვრები, ისინი შეუძლებელზეც კი ოცნებობენ, მათ სასწაულების მოხდენა შეუძლიათ, ზუსტად ეს ხდით მათ საოცარ არსებებად 🩰🧸

ყველა ჩვენგანში ცხოვრობს “ჩვენი პატარა მე” და მაშინ როდესაც დატვირთული დღის შემდეგ საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით, გვახსენდება ბავშვობის მომენტები, როდესაც ნაჩუქარი ქინდერის შოკოლადი და ამოსული საყვარელი სათამაშო ბედნიერებისთვის საკმარისი იყო, ასეთი მომენტების მერე ასტრიდ ლინდგრენის მხოლოდ ერთი ფრაზა მახსენდება “ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა”. 🫶🏻

როდესაც რაღაცა შენს ცხოვრებაში პირველად ხდება, განსაკუთრებით გამახსოვრდება ის მომენტი.ხოდა ესეც არ იყო გამონაკლისი, ყოვე...
15/02/2023

როდესაც რაღაცა შენს ცხოვრებაში პირველად ხდება, განსაკუთრებით გამახსოვრდება ის მომენტი.

ხოდა ესეც არ იყო გამონაკლისი, ყოველთვის ტკბილად მახსენდება დღე, როდესაც პირველად დავიჭირე კამერა ხელში, მთელი ძველი თბილისი და ბოტანიკური ბაღი მოვიარე რომ აწ უკვე ფოტოაპარატზე აღმებეჭდა ჩემი თვალებით დანახული “ჩემებური” სამყარო.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ უნივერსიტეტში დავიწყე ფოტოგრაფიის სწავლა, ერთ მიღწეულ მიზანს ბავშვობის ახდენილი ოცნებაც დაემატა. პატარა ანი ბედნიერი იყო, როდესაც ხელში ძლივს მისი ოცნების ფოტოაპარატი დაიჭირა.

ძველ თბილისში მუსლიმური სალოცავია, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია მისვლა და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა. ერთის მხრივ შეიძლება ბანალური სურათი მოგეჩვენოთ, თუმცა მე, ამ ხანში შესულ კაცში თავისუფლება დავინახე. დაახლოებით ოცი წუთი იწვა ასე, არ ვიცი ლოცულობდა თუ ზოგად საკაცობრიო საკითხებზე ფიქრობდა, თუმცა მისგან სიმშვიდე მოდიოდა. ვფიქრობ, რომ ის უბრალოდ ტკბებოდა აწმყოთი, იყო აქ და ამ მომენტში.

Address

Tbilisi
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Anito's photography posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Anito's photography:

Share

Category