20/03/2023
📸 ეს ფოტო 2020 ში გადავიღე, სწორედ ის პერიოდია, როდესაც კორონა მძვინვარებდა და სახლებში გამოკეტეს მთელი მსოფლიო.
🎥 მსოფლიომ იკითხოს, თორემ მე მაშინ ფორმულაში ვმუშაობდი, "თესეა"ს -გადამღებ ჯგუფში ვიყავი და კი დავგრიხინებდით საშვებით, სადაც გვინდოდა 😁😁😁 იმ დღეს მანგლისისკენ მივდიოდით, არა, კი არ მივდიოდით, მივქროდით. ავთოს, ჩემი მეგობრის მანქანით ვიყავით, რომლითაც ძალიან რთული იყო არ გეფრინა @ავთომუმლაძე, გახსოვს?? 😁
😁 ხო და ის მომენტია, ქალაქში შევდივართ და მივქრით. კამერა დაშლილ მდგომარეობაში მიწყვია ჩანთაში და უკანა სავარძელში ვზივარ, თან ძლიერად ვეჭიდები კარის სახელურს 😁 ავთო ძალიან კარგი მძღოლია, მართლა, ვენდობი, მაგრამ ინსტინქტები მოქმედებენ, მაინც. საქარე მინაში, მძღოლსა და წინ მჯდომ მგზავრს შორის, ძაააალიან შორს მოვკარო თვალი რაღაც წერტილს, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდებოდა და რატომღაც, შინაგანად ვიგრძენი, რომ რაღაც საინტერესო უნდა ყოფილიყო. არც კი მახსოვს როგორ გავხსენი ჩანთა და რა სისწრაფით ავაწყვე დაშლილი კამერა, ინსტინქტურად დავაყენე მონაცემები, ფანჯარა ჩამოვწიე და მანქანა შესახვევში შექროლდა, სულ წამით შენელდა და ზუსტად იმ 1 წამში მოვასწარი მხოლოდ 1 ფოტოს გადაღება, თან ისე რომ წესიერად ვერც კი აღვიქვი ვინ გადავიღე და საერთოდ გამოვიდა თუ არა ფოტო. ზუსტად 15 წამში უკვე სეტზე ვიყავით და კამერაში ნახვაც კი ვერ მოვასწარი რა გამოვიდა. მხოლოდ სახლში დაბრუნებულმა ვნახე...
🥹 და მახსოვს რომ ძალიან დიდხანს ვიჯექი უხმოდ და ვკითხულობდი...
მის ამბავს ვკითხულობდი ჩემ გადაღებულ ფოტოში...