Salome idoidze Photography

Salome idoidze Photography Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Salome idoidze Photography, Photographer, Georgia, Omalo, Akhmeta Municipality, Akhmeta.

30/08/2024
06/06/2022

ჩვენ სუულ სულ ცოტა ხანში გავიხსნებით და გელოდებით, ისე შემოიარეთ ქონდარას ჩაი ან ყავა დავლიოთ ☕️ 🥐

09/07/2020
მგლისფერი გიორგი, ქაჯების ქალაქის დამლაშქრავი.ჴაჴმატის წმინდა გიორგი - ნაღვარმშვენიერი, ქაჯავეთის გამბერავი.ხევსურული გა...
15/04/2020

მგლისფერი გიორგი, ქაჯების ქალაქის დამლაშქრავი.
ჴაჴმატის წმინდა გიორგი - ნაღვარმშვენიერი, ქაჯავეთის გამბერავი.
ხევსურული გადმოცემებით ქაჯები ზებუნებრივი თვისებების მქონე არსებები არიან რომლებსაც განსაკუთრებული ცოდნა აქვთ მეტალურგიაში. მათ ქალაქზე ლაშქრობს ხახმატის გიორგი და ბრძოლით მოიპოვებს ნადავლს. მოყავს სამი ქაჯის ქალი, რომლებიც მისი დობილები ხდებიან მაგრამ საბურველიც ედებათ და ადამიანებისთვის უხილავნი არიან.

გიორგი ნაღვარმშვენიერი - ხახმატის გიორგი მოლაშქრე ჯვარია. ქაჯავეთის გამბერავი ანუ მგლისფერი გიორგი, სხვა ხვთის.....

,,ქრის-წელწდობები"-ახალი წელი თუშეთშისაახალწლო დღეობათა ციკლი, რომელიც ქრისტეშობისთვის ოცდახუთ რიცხვში ,,ქრისტის" - შობი...
15/01/2020

,,ქრის-წელწდობები"-ახალი წელი თუშეთში

საახალწლო დღეობათა ციკლი, რომელიც ქრისტეშობისთვის ოცდახუთ რიცხვში ,,ქრისტის" - შობის დღესასწაულით იწყებოდა და მთელ ორ კვირას, წყალკურთხევამდის გრძელდებოდა, უმთავრესი იყო თუშეთის ზამთრს სახალხო-რელიგიურ დღესასწაულებს შორის. წელწდობებში საგვარეულოს ,,ნათე" უმასპინძლდებოდა, რომელსაც ერთი წლით ადრე ირჩევდნენ. ასევე ირჩევდნენ ნათე ,,მაქალათებს", ,,წელწდობების" ჯარობებში რომ მიხმარებოდნენ ნათეს ხალხის გამასპინძლებაში.

ქრისტესშობის წინა საღამოს დედა გამოაცხობდა ,,სალოცაებს" - ადამიანისა და შინაურ ცხოველთა სიმბოლურ გამოსახულებებს ,,ქრისტეს სუფრაზე" დასადებად. ბოლოს ერთ დიდ კოტორს გამოაცხობდა ,,ქრისტეს საგძალიაო". ამ ყველაფერს ხონჩაზე დადებდა, ყველის ნაჭერთან, მატყლთან, არაყთან და სანთელთან ერთად და შემოდგამდა კიდობნის თავზე ან თახჩაში, იანვრის ხუთამდე. ამავე დროს კერის პირას ნაცარში ჩასვამდა ,,ღომლის დედას", რომელიც ანთროპომორფული ფიგურა იყო კერის მფარველი ანგელოზისა.

,,ქრისტის" დილას ოჯახიდან ვინმე ,,უნძრახა წყალს" მოიტანდა. საშობაო სუფრის საჭმელებისთვის ამ ,,უნძრახა წყალს ხმარობდნენ. დღის განმავლობაში გვარ-ბიძაშვილები ერთმანეთს სტუმრობდნენ, ხოლო საღამოს მთელი სოფელი ერთად ილხენდა. შობის მეორე დღესვე იწყებდნენ ,,საწელწდობო" ალუდების მოხარშვას მნათე და მაქალათები.

ახალი წლის დილას თოფების ქუხილით ხვდებოდნენ. ქალები რიჟრაჟზე წყალზე მიდიოდნენ. გაგონილი ჰქონდათ, რომ წელწდის დილას წყალი შეიძლება დაძინებული იყოსო. მძინარე წყალს ხელი უნდა ამოურიო.ბედიანს ოქროს ჯაჭვი ამოეხვევა ხელზე, უბედოს-გველიო.წყალზე წაიღებდნენ ,,წყაროს კვერს", ცოტაოდენ ყველს, მატყლს, წყლის ჭურჭელს. წყაროზე მისული კვერს შეაგორებდა და ეტყოდა ,,წყალო, კვერი მოგიტანე, ბედ-იღბალიღ გამატანეო". კვერის ყუას, ყველს და მატყლს წყალში ჩაყრიდა, წყაროს ნავიდან წყალს სამჯერ ამიღებდა და დაღვრიდა, თან ბუტბუტებდა: ,,ჩვენ ყანა მაძღარიდ, დიდოს ყანა დამპალიო".წყალი უნძრახად უნდა მოეტანათ სახლში.

მეკვლეს კართან კვერს მიაგებებდნენ. შეაგორებდა, თან შეულოცავდა: ,,შემოვდგი ფეხი, შემომყვა ღმერთი, ფეხ ჩემი-დ კვალ ანგელოზისა, კაისიმ წელ გამოგეცვლებათ ერთ ესე-დ ათას ცხვა, ბევრსამ დე'სწრობით, სუ გონთ ყოფით, ჯანის სიმთელით"

ახალი წლის დღეს სამნათეო ალუდიანი კოდი მზის ჩასვლამდე დაილოცებოდა. ნათე და მაქალათები სასმელ-საჭმელს საჯარეში მიიტანდნენ, ცეცხლს დაანთებდნენ, ხორცს მოხარშავდნენ. საღამოს დიდიან-პატარიანად აქ მოიყრიდნენ თავს. დაელოდებოდნენ ,,თასებჩამოსვლას".

ყველა სოფელს ჰქონდა მხოლოდ ხატობებსა და ,,წელწდობის" დღეებში სახმარი სასმისები, რომლებიც სასოფლო სალოცავის დროშასთან ერთად ინახებოდა ხატის სიახლოვეს საგანგებო სამალავში, ახალი წლის დღეს ამ სასმისებს გარკვეული ცერემონიალით საჯარეში მოიტანდნენ. ამ პროცესს ,,თასებჩამოდენას" ეძახდნენ. საჯარესთან თავმოყრილი ქალები პირჯვრისწერით ხვდებოდნენ თასების ,,ჩამობრძანებას". თასებს თავისივე ბარძიმით თეთრტილოგადაფარებულ მაგიდაზე დადგამდნენ, ბარძიმის პირზე გაუქრობლად ენთო ერთი სანთელი.

სუფრას თამადობდა ვინმე უხუცესთაგანი, ჩვეულებრივ ,,ჴელოსანი" - ღვთისა და ჯვარ-ხატების მსახური პირი. ჯერ ადიდებდნენ თავიანთი სოფლის ჯვარ-ხატებს, ,,ღვთისშვილებს", იტყოდნენ თუშეთის ,,მოდე-მოძმე"- ფშავ-ხევსურეთის სალოცავების სადიდებელს. მერე გარდაცვლილებს და ცოდვილა-უპატრონოებს. მერე მოიხსენიებდნენ მტრის ხელით ნახოცებს, ზვავისაგან, მეწყერისაგან თუ სხვა ,,მაქც-ფატერაგით" დახოცილებს. მოიგონებდნენ თუშეთის ,,მომეტე-მოსახელეებს", - გმირებს, ვინც თემ-სოფლისთვის, თავისი ხალხისთვის დაღლილა და დახარჯულა. არც უცხო თემ-სოფლის კაცს დაივიწყებდნენ, ვინც თუშეთის სასაფლაოებზე განისვენებდნენ. მასპინძლად თორმეტ ფშაველ-ხევსურთ დაუყენებდნენ, ვინც ქვეთამთის ომში მეშველად მოსულან თუშეთში, თუშეთის მტერს შეჰკვდომიან და გოგრულთის სასაფლაოზე არიან დასამარებულნი. ამის შემდეგ ადღეგრძელებდნენ ცხვარ-მეცხვარეებს, ცის ნამს, დედამიწის მოსავალს, ხარის ქედს, კაცის მარჯვენას. სვამდნენ ძალიან ნელა, ხანგამოშვებით. ხანდაზმულნი სადღეგრძელოებს შორის ყვებოდნენ ნანახსა და გაგონილს.,,საწელწდობო' სუფრას თან სდევდა ცეკვა-სიმღერა.

ყველაზე საყვარელი გასართობი წელწდობის დღეებში ტყვის მოპარვა და მის გამოხსნასთან დაკავშირებული სახუმარო ცერემოანიალი იყო. იმ სოფლებში სადაც რამდენიმე საგვარეულო იყო, ტყვეებს საგვარეულოები სტაცებდნენ ერთმანეთს, ხოლო თუ სოფელში მხოლოდ ერთი საგვარეულო ცხოვრობდა მაშინ უწევდათ მეზობელი სოფლიდან ტყვის წამოყვანა. ხშირად ტყვის წამოსაყვანად წასულები თავად ვარდებოდნენ ტყვედ. ტყვის მოყვანას ჯარში დიდი აღტაცებით ხვდებოდნენ, საპატიო ადგილას სვამდნენ და მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღებით ექცეოდნენ. ისიც, ცხადია, დიდად მოილხენდა. მეორე დღესაც დილიდანვე ,,ახიაში' დაატარებდნენ ოჯახიდან ოჯახში.

ტექსტი-გიორგი ცოცანიძის ,,გიორგობიდან გიორგობამდე" მიხედვით

ჭონთიო, პირიქითის ხეობა, თუშეთი 😊
26/10/2019

ჭონთიო, პირიქითის ხეობა, თუშეთი 😊

,,სამაია" :)
03/09/2019

,,სამაია" :)

....,,თუ როგორ დადიოდნენ დაკემსილ ხურჯინით,როგორ არ ეშინოდათ შემგლისფერების,რომ მგლის ჰქონდათ მუხლი,რომ დაფქული ქერი ეყა...
19/10/2018

....
,,თუ როგორ დადიოდნენ დაკემსილ ხურჯინით,
როგორ არ ეშინოდათ შემგლისფერების,
რომ მგლის ჰქონდათ მუხლი,
რომ დაფქული ქერი ეყარათ ჯვალოს ნაჭრებში,
რომ სალოცავი არ მიიღებდა საკლავის გარეშე,
რომ ყორეზე დაყრდნობილები ჩამწვარ სანთლებს
მოჰგავდნენ...'' (ნანა ქელეხიძე)

უფროსები ამბობენ ცირცელს რომ კარგად ასხია ის ზამთარი დიდი და უხვთოვლიანი იქნებაო, ჰოდა ვნახოთ აბა... :) სოფელი ჩიღო
18/10/2018

უფროსები ამბობენ ცირცელს რომ კარგად ასხია ის ზამთარი დიდი და უხვთოვლიანი იქნებაო, ჰოდა ვნახოთ აბა... :)
სოფელი ჩიღო

აბანოს უღელტეხილი 14.10.2018
15/10/2018

აბანოს უღელტეხილი 14.10.2018

Address

Georgia, Omalo, Akhmeta Municipality
Akhmeta

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Salome idoidze Photography posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category