08/06/2015
http://editori.ge/?p=23895
თბილისში Georgian Free Racers Club-ის ორგანზებით, ქუჩის დრიფტი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა შეეძლოთ, როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ მძღოლებს.
გამარჯვებისთვის პირველ ტურში 26 მონაწილე იბრძოდა. ჟიურიმ ქულებით მეორე ტურისთვის 10 მონაწილე შეარჩია. ფინალში კი, პირველობისათვის ბრძოლას 4-მა მონაწილებ განაგრძო.
პირველი ადგილის მფლობელი _ გიორგი აბულაძე გახდა. მეორე და მესამე ადგილი მოიპოვეს _ ავთო ხერხელაურმა და დაჩი თაქთაქიშვილმა.
სამივე ფინალისტი დაჯილდოვდა 2 კაციანი საგზურით და ღამის კლუბ “Night Office”-ს VIP ბარათებით.
ასევე გამოვლინდა, ხალხის რჩეული _ ბერაძე და სპონსორის რჩეული _ ავთანდილ აიწურაძე.
საღამო DJ shaki-მ დაასრულა.
ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: ტურისტული სააგენტო “GTG” და “Eight D studio”
მედია მხარდაჭერაზე იზრუნა _ საინფორმაციო სააგენტომ “ედიტორი.”
გთავაზობთ სიუჟეტს.
თბილისში Georgian Free Racers Club-ის ორგანზებით, ქუჩის დრიფტი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა შეეძლოთ, როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ მძღოლებს. გამარჯვებისთვის პირველ ტურში 26 მონაწილე იბრძოდა....