Tsaava Photo Room

Tsaava Photo Room photography service

ფოტოგრაფმა სანდრო მილერმა გადაწყვიტა გაეკეთებინა ფოტო პროექტი, იმ ფოტოგრაფების საპატივცემულოდ,  რომლებმაც მას შთააგონეს ...
16/05/2020

ფოტოგრაფმა სანდრო მილერმა გადაწყვიტა გაეკეთებინა ფოტო პროექტი, იმ ფოტოგრაფების საპატივცემულოდ, რომლებმაც მას შთააგონეს და "შექმნეს" მისი კარიერა. მან თავის მრავალწლიან მეგობარსა და თანამშრომელს - ჯონ მალკოვიჩს სთხოვა დახმარებოდა მას ფოტოპროექტის შექნაში. ჰოლივუდის ლეგენდა დაუყოვნებლივ დათანხმდა და მათ ერთად შექმნეს პორტრეტების რეკრეაციული ბრწყინვალე სერია, რომელიც შედგება 35 ყველასათვის ცნობილი ფოტოსაგან.
სერია ასევე საუბრობს მალკოვიჩის მსახიობური ნიჭის სიძლიერეზე. მან ქამელეონივით შეძლო გარდაქმნა პერსონაჟების სპექტრში, არაჩვეულებრივი ფოტოების შესაგროვებლად. ”ჯონი ყველაზე ბრწყინვალე, ნაყოფიერი ადამიანია, რომელიც მე ვიცი”, - თქვა მილერმა თავის მუზაზე. ”მისი გენიალურობა შეუდარებელია. შემიძლია შევთავაზო განწყობა ან იდეა და რამდენიმე წუთში, ის სიტყვასიტყვით გადმოსცემს პერსონაჟს ჩემს თვალწინ. ის ენდობა ჩემს საქმიანობას და შემდეგ პროცესებს ... მე ნამდვილად დალოცვილი ვარ, რადგან ის ჩემი მეგობარია."

When established photographer Sandro Miller decided to do a project to honor the photographers who had inspired him and shaped his career, he called on

14/05/2020
!!!
06/05/2020

!!!

ძველით ახალი სახლი.

პროექტის მიზანია უარყოფით, ინფორმაციულ გარემოში მხიარული და სამოტივაციო ფოტოების გადაღება და საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ ფიზიკური დისტანციის დაცვა აუცილებელია.
გადაღების პროცესიც დისტანცირებული იქნება, ფოტოგრაფი გიორგი ცაავა გარეთ, ღია სივრცეში იმუშავებს და საზოგადოებას ფანჯრებიდან დანახული იზოლაციის დღიურებს - მხატვრული ფოტოებით გაუზიარებს, ფოტოებში აისახება სხვადასხვა ამინდში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში გადაღებული განსხვავებული ოჯახები/მოქალაქეები და მათი ,,იზოლაციური’’ განწყობა ქალაქის მრავალფეროვანი არქიტექტურის ფონზე.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,GTS’’-ის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI Access-ის პროექტის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დაფინანსებით.
შინაარსზე პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
#ძველითახალისახლი
Access

For English scroll down 👇დუტა სხირტლაძეადამიანი ინდივიდია. პიროვნება. ამავდროულად საზოგადოების შემადგენელი ერთი პატარა ნ...
25/04/2020

For English scroll down 👇

დუტა სხირტლაძე

ადამიანი ინდივიდია. პიროვნება. ამავდროულად საზოგადოების შემადგენელი ერთი პატარა ნაწილაკი. ჩვენი ყოფა და არსებობა, განვითარება და პროგრესი, მთლიანად თავისუფლებისკენ წრაფვაზეა დაფუძნებული. ჩვენ დიდი ხანია კოლექტიურად ვიბრძვით თავისუფლებისთვის. ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულები და ცოტა გვიჭირს, რადგან ჯერ საკუთარ თავში ვერ გვიპოვია, ჯერ ბოლომდე ვერ გაგვცნობიერებია რა არის თავისუფლება.
ყველანი გამოვიკეტეთ სახლებში. იზოლაცია, ეს პირველი დარტყმაა ადამიანისთვის. ძნელია იჯდე სახლში, შენივე ნებით გამოუკეტო კარი შენსავე სურვილებს, მაშინ, როცა ახალი დაწყებული გაქვს მასშტაბურად ფიქრი. ეჩვევი სამყაროს გლობალურად აღქმას.
მაგრამ ესაა საუკეთესო დრო - იპოვო, აღმოაჩინო საკუთარი ინდივიდუალიზმი. აწონ-დაწონო შენი წარსული, აწმყო და მომავალი. დროა საკუთარ თავში გააძლიერო თავისუფლების შეგრძნება. მონახო ჩამალული შესაძლებლობები. აღმოაჩინო , მარტოობაში დაბადებული ახალი პიროვნება, რომელსაც შეიძლება ბავშვობის მერე აღარ იცნობ, რუტინისა და ყოფითი პრობლემების გამო.
მალე ყველაფერი ჩაივლის და სულ სხვა ადამიანები გავალთ გარეთ, თავისუფლები და ჩვენი ხელახალი შეერთება ახალ, ჭეშმარიტად თავისუფალ ქვეყანას შობს და რა გამოვიდა?! თავისუფლება იზოლაციაში იბადება?
ვნახოთ... ცოტაც დაველოდოთ... ❤

Duta Skhirtladze

Man is an individual. Personality. At the same time one small part of the society. Our existence and existence, development and progress, is based entirely on striving for freedom. We have been fighting for freedom for a long time. We are dependent on each other and it is a bit difficult for us, because we have not yet found ourselves, we have not yet fully understood what freedom is.
We all locked ourselves in houses. Isolation, this is the first blow to man. It is difficult to sit at home, to open the door to your own desires, while you have to start thinking on a large scale. I get used to the global perception of the world.
But this is the best time to find your own individualism. Weigh your past, present and future. It's time to dump her and move on. Find hidden opportunities. Discover a new person born in loneliness who you may no longer know as a child because of routine and everyday problems.
Soon everything will be over and other people will come out, freedom and our reunification will give birth to a new, truly free country, and what has come out ?! Is freedom born in isolation?
Let's see ... let's wait a bit ... ❤

#დარჩისახლში





For English scroll down 👇ნოდიკო ტატიშვილიგანმარტოებისას, საკუთარი თავის ხმა გავიგე თითქოს, რომელსაც სულ მეგონა, რომ ვუსმ...
25/04/2020

For English scroll down 👇

ნოდიკო ტატიშვილი

განმარტოებისას, საკუთარი თავის ხმა გავიგე თითქოს, რომელსაც სულ მეგონა, რომ ვუსმენდი აქამდეც, მაგრამ ახლა მივხვდი, აქამდე არასდროს გამიხედავს ფანჯრიდან მთელ მსოფლიოსთან ერთად, სადაც არაფერი ჩანდა ცარიელი ქუჩების გარდა,სადაც დადის რაღაც უხილავი ძალა და გეუბნება, რომ ყველაფერი გადასაფასებელია, ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ ერთმანეთის სიცოცხლეზე, რომ არ არსებობს სხვა პლანეტა “B”, მხოლოდ აქ და ახლა უნდა ვისწავლოთ უპირობო სიყვარული, მხოლოდ ახლა მივხვდით, რომ მსოფლიო რუქაზე არ არის ადგილი, სადაც ვინმე იმსახურებს ვერაგი ვირუსით სიკვდილს...
რაც სხვას კილომეტრების მოშორებით შეეხო, შენი სატკივარიცაა დღეს, ჩვენ მივეჩვიეთ დავიცვათ ჩვენი ოჯახები, მეგობრები, გავუყოთ ლუკმა, ახლა უნდა ვისწავლოთ, რომ რის ფასადაც არ უნდა დაჯდეს, დედამიწას უნდა შეხედო როგორც ერთ დიდ ოჯახს...
გასაოცარია სამყაროს პირობებიც: თუ გიყვარს, მაშინ არ ჩაეხუტო, თუ მეგობრის გაფრთხილება შეგიძლია, მაშინ სამყაროში ყველას მოუფრთხილდი...
სასწაული გამოწვევაა, რომელზეც ალბათ მხოლოდ ქვეცნობიერად მიფიქრია, ახლა კი გამოცდა გვაქვს ამაძი ჩასაბარებელი, რომელშიც დაბალი ნიშანი არ უნდა მივიღოთ.
მე თქვენ მიყვარხართ...
საბოლოო ჯამში, როდესაც ყველაფერი დასრულდება და გავალთ შეუცვლელ ქუჩებში, ქალაქებში, სოფლებში, ქვეყნებში, ყველა ერთმანეთს ჩავეხუტებით ალბათ და მივხვდებით, რომ ის პატარა სიკეთე, რომელიც ადამიანს საფუძველშივე თან დაჰყვება ხოლმე, როგორც გაზრდილა ამ დიდი განმარტოებისას...
საბოლოო ჯამშიც, ხომ მხოლოდ სიკეთე ფასობს...

Nodiko Tatishvili
During my self-isolation, I heard my inner voice, which had never been heard this way before…
We watched out of our windows, saw something powerful, which puches us to think about our responsibilities toward each other, there is not any planet “B” where we could go.
We have to love each other here and now…unconditionally.
There is no any piece of land on the world map, where people deserve to die with this cruel Virus.
We used to protect our families, friends…share bread not with them only, now universe has another law, now it says: mother earth is our family and no matter what, we have to start protecting lives on a global scale.
There are also funny terms and conditions: if you really love, don’t hug, love EVERYBODY!
Subconsciously I knew it, but now here is a challenge, it’s a exam, we have to pass with best results.
When we overcome all these, we’ll go our in very different streets, cities, countries, we’ll give a big hug to each-other, we will feel how kindness has been grown inside of us. In the end only kindness metters.
I love you!!!

#დარჩისახლში







Nodiko Tatishvili

For English scroll down 👇ნინო სურგულაძეჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, როცა ორ ახალ სიცოცხლეს ველოდები, მსოფლი...
25/04/2020

For English scroll down 👇

ნინო სურგულაძე

ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, როცა ორ ახალ სიცოცხლეს ველოდები, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ეს რთული პერიოდი დაემთხვა - ვებრძვით რაღაც ამოუცნობ და ძალიან საშიშ ვირუსს. ახლა ყველა სხვა თვალით, სხვა საზომით ვუყურებთ ალბათ, ბევრ ცხოვრებისეულ მოვლენას, სხვანაირად ვაფასებთ მზეს, ჰაერს, სიცოცხლეს... მე ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამხელა ძალა აქვს მუსიკას, რომელიც ჩემთვის ყველაფერია, რომელიც აკეთილშობილებს და ალამაზებს ცხოვრებას. ბევრი ახალი და საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ ყველამ ირგვლივ, ხვალ და მომავალში კიდევ მეტს დავინახავთ, როცა ეს საფრთხეც გაივლის, დღეს კი დავრჩეთ სახლში და ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ ახალი სამყაროს დასაწყისს ყველა ჯანმრთელად შეხვდეთ.

Nino Surguladze

A very important stage in my life, when I am waiting for two new lives, coincided with this difficult period in the world, including in Georgia - we are fighting an unknown and very dangerous virus. Now we’ve all probably looked at it with a different eye, with a different measurement. We value many events in life differently - the sun, the air, the life ... I am now once again convinced of the power of music, which for me is everything that ennobles and beautifies life. We have discovered a lot of new and exciting things all around us, tomorrow and in the future we will see even more when this danger will pass, and today we will stay at home and be very careful to meet the beginning of a new world for all health.

#დარჩისახლში





For English scroll down 👇კახი მამულაშვილი (მამულიჩა)უნდა დააფასო შენი ყოველი დღის არსებობა…ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერი...
25/04/2020

For English scroll down 👇

კახი მამულაშვილი (მამულიჩა)

უნდა დააფასო შენი ყოველი დღის არსებობა…
ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები:
1.ჯამრთელობა, 2.ზომიერება შენ ყოველდღიურობაში .
ძალიან მნიშვნელოვანია სოფელი ( თუ გაქვს რა თქმა უნდა)...
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაშიც დავრწმუნდი არის ის, რომ ადამიანის ჯანრთელიბისთვის და თავდაცვისთვის, არის იმუნური სისტემა. ამას უნდა მივაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება.

Kakhi Mamulashvili (Mamulicha)

You have to appreciate the existence of your every day…
The most important criteria:
1. Health, 2. Moderation in your daily life.
The village is very important (if you have any of course) ...
The most important thing I can be sure of, is for the human health and defense, an immune system. We need to pay close attention to this.

#დარჩისახლში







Kakhi Mamulashvili

For English scroll down 👇ირაკლი მაქაცარიადღევანდელმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მთავარი ღირებულება მაინც ა...
25/04/2020

For English scroll down 👇

ირაკლი მაქაცარია

დღევანდელმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მთავარი ღირებულება მაინც არის ადამიანი, ჩვენი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, მხარდაჭერა და იმის აღიარება, რომ სხვისი გასაჭირი შენი გასაჭირიც არის. მეორე ფლანგზე გადაინაცვლა ყველა სხვა თითქოს მნიშვნელოვანმა პრიორიტეტებმა, რასაც ყოველდღიურობაში ვერ ვამჩნევდით. რა თქმა უნდა, სამწუხაროა რაც დღეს ხდება მსოფლიოში, თუმცა მჯერა, რომ კაცობრიობა ბევრ რამეს გადააფასებს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენი დედამიწა ამოისუნთქებს და იმედი მაქვს, კაცობრიობის მხრიდან შექმნილი არასაჭირო დატვირთვისგან ცოტა ხანი განთავისუფლდება.

Irakli Makatsaria

Today's situation has once again shown us that the main value is at least human, our dependence on one another, our support, and the recognition that someone else's suffering is your own as well also. All other seemingly important priorities moved to the second flank that we did not see in our daily lives. It is unfortunate, of course, what is happening in the world today, but I believe that humanity will re-evaluate many things, and its very important, that our earth will breathe out and hope that it will be relieved of the unnecessary burden created by humanity.

#დარჩისახლში





For English scroll down 👇თაკო ჩორგოლაშვილითურმე, რამდენი რამ არის ირგვლივ ძვირფასი, რამდენი რამ გვახარებს, გვავსებს, გვა...
25/04/2020

For English scroll down 👇

თაკო ჩორგოლაშვილი

თურმე, რამდენი რამ არის ირგვლივ ძვირფასი, რამდენი რამ გვახარებს, გვავსებს, გვახვედრებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოვლენებთან, ადამიანებთან და ბედნიერ წუთებს ხელის გულზე გვილაგებს - ჩვენგან კი, იმდენად რამდენადაც ადამიანული ბუნება ალბათ ასეთია - უბრალოდ შეუმჩნეველი რჩება! ერთმანეთსაც და საკუთარ თავსაც ვარწმუნებთ, რომ გვეკუთვნის, რომ იმაზე მეტიც გვეკუთვნის ვიდრე დღეს გვაქვს და მარტივად ვიფერებთ სიტყვებით - ეს ასეც უნდა იყოს!
თუმცა ფაქტი ჯიუტია - ,, ეს ასეც უნდა იყოს” - აღარ არის!

თითოეულმა ჩვენგანმა ბევრი რამ გადავაფასეთ, ბევრი მოვინატრეთ, ბევრის დანაკლისი ვიგრძენით და ამასობაში გადაფასებამ ყველაფრის დაფასებაც შემოგვასწავლა!

თავისუფალი დრო ბევრია, თუმცა ჯერ თავი არ მოუბეზრებია - დროს ყველაზე ძვირფასთან - ოჯახთან ერთად ვატარებ...

ვსაუბრობთ, ვხუმრობთ, ვიცინით, ხშირად ვეწუწუნებით ერთმანეთს,თუმცა ვიღებ მთავარს - სიყვარულით ურთიერთობას!

,,ყველა დისკომფორტში შეიძლება კომფორტის პოვნა, ყველა პრობლემაში შესაძლებლობის და ყველა სიტუაციაში პოზიტივის”
ჰოდა მეც ჩვენთვის უცნაურ მდგომარეობაში მოვძებნე კომფორტი, შესაძლებლობა და პოზიტივი!

ვიგროვებ იმ მოგონებების ციკლს, რომელიც ყოველთვის განსხვავებულ, მაგრამ კარგ წუთებად გამახსენდება.

რთული დღეები ჰიპერბოლას პრინციპით მალე გაივლის! ხოდა ერთი სული მაქვს მოვყვე და მოვისმინო ერთმანეთის გამოცდილებები!

Tako Chorgolashvili

It turns out how many things around us are precious, how many things make us happy, fill us, meet us at different times with different situations, people, and bring happy moments to our hearts - and from us so much so that human nature is probably like that - it just goes unnoticed! We convince each other and ourselves that it belongs to us, that it belongs to us more than we have today, and we simply paint it with words - it must be so!
However, the fact is stubborn - "it should be so" - no more at all!

Each of us has re-evaluated a lot of things, we have missed a lot, we have felt a lot of loss, and in the meantime we have learned to re-evaluate and appreciate everything!

There is a lot of free time, but I'm not tired yet - I spend time with my dearest family ...

We talk, we joke, we laugh, we often complain to each other, but I get the main thing - love in a relationship!

"In all discomforts you can find comfort, opportunity in all problems and positive in all situations."
I also found comfort, opportunity and positivity in a strange situation for us!

I am collecting a cycle of memories that will always be remembered in different but good minutes.

Difficult days will soon pass by the principle of hyperbole! Gosh I have one soul to follow and listen to each other’s experiences!

#დარჩისახლში





For English scroll down 👇ნანუკა ჟორჟოლიანიეტაპი, როცა საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოსვლა, ფიქრი და ყველა წუთის გაანალიზება...
19/04/2020

For English scroll down 👇

ნანუკა ჟორჟოლიანი

ეტაპი, როცა საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოსვლა, ფიქრი და ყველა წუთის გაანალიზება დავიწყე ჩემს ცხოვრებაში 3 წლის წინ დადგა. ვიღაცეებს ეს რეალობა პანდემიამ დაუყენა და მშურს მათი, ასეთ მაგარ ეტაპს რომ გადიან ახლა. ზუსტად ვიცი ეს რამხელა სიამოვნებაა. მე ამ, ურთულესმა გამოწვევამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა, რომ სოფელში სახლი უნდა ჩავდგა. ნატურალური პროდუქტის მოყვანაზე თავად ვიზრუნო, მიწა დავამუშავო, ბოსტანს მოვუარო. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ არაფერს ფასი არ აქვს, ადამიანების, მზის, ზღვის და ტყის გარდა.

პ.ს. ასეთი თანასწორი მსოფლიო არასოდეს ყოფილა და ახლა უკვე ნამდვილად საინტერესოა ცხოვრება.

Nanuka Zhorzholiani

The stage when I started to come into harmony with myself, think and analyze every minute of my life came 3 years ago. Some people have been confronted with this reality by the pandemic and envy them, going through such a cool stage now. I know exactly how much fun it is. I was finally challenged by this difficult challenge to get a house in the village. I will take care of the natural product myself, cultivate the land, take care of the vegetable garden. One day I found out that nothing is worth anything but people, sun, sea and forest.

P.S. There has never been such an equal world and now life is really interesting.

#დარჩისახლში







Nanuka Zhorzholiani

For English scroll down 👇ზალიკო სულაკაურიდარჩით სახლში, ხალხნო დარჩით სახლში. ეს არც ისე ცუდი ყოფილა. აბა დაფიქრდით, დღი...
19/04/2020

For English scroll down 👇

ზალიკო სულაკაური

დარჩით სახლში, ხალხნო დარჩით სახლში. ეს არც ისე ცუდი ყოფილა. აბა დაფიქრდით, დღის მანძილზე რამდენ დროს ატარებდით ოჯახთან. რამდენი რამ გქონიათ გასაკეთებელი სახლში და ეხლა მოაბით თავი. რამდენი ადამიანისთვის გამოგიჩნდათ დრო და მოიკითხეთ ონლაინ. იძინეთ. იფიქრეთ.იკითხეთ. ხატეთ კედლებზე. კარებზე. და დამიჯერეთ ბევრად საინტერესოდ და მალე გავა დრო..
და ის დროც მოვა ტელევიზორიდან, რომ გავიგებთ სიტყვებს: “ყველაფერი კარგადაა, ყველანი ქუჩაში” )))))

Zaliko Sulakauri

Stay home, people stay home. It wasn’t so bad. Just think about how much time you spend with your family during the day. How many things you have to do at home and only now have you been able to. How many people do you have time for now and say hello online. Sleep. Think. Ask. Paint on the walls, on the doors. And believe me, it will be much more interesting and time will pass soon.
And the time will come when we will hear the words "everything is fine, everyone have to Rush in the street" )))))

#დარჩისახლში





Address

Tbilisi
0171

Telephone

+995599260069

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tsaava Photo Room posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Tsaava Photo Room:

Share

Category