Just a dream

Just a dream once upon a time....

14/10/2020

„მაინც მუდმივ შენი თავის იმედი იქონიე, ისე იცხოვრე ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.“

მიხეილ ჯავახიშვილი

02/10/2020

ჭილაძე, ტკივილები კიარა, ხანდახან მე ვერ ვიძინებ
🤜🤛

Გვიანია, წავედი 🙌
20/07/2020

Გვიანია, წავედი 🙌

ჰელფ მი 😂😂😂
20/07/2020

ჰელფ მი 😂😂😂

10/10/2019

😨ძველი ქრაში გამოჩნდა.
თან ძალიან ძველი.
აი წლების წინანდელი.
მომენატრა შენთან საუბარიო.
საუბარიო ხალხო.
განა სეირნობაო.
ან შენი ყურებაო.
მემგონი საუბარი უფრო მიმზიდველი მაქვს ვიდრე ხასიათი ან გარეგნობა.
ჩემი აზრით გამიტყდა.

10/06/2019

წლების წინ ერთ პატარა ბავშვს ვამეცადინებდი ოჯახში. ძალიან საყვარელი ძაღლი ყავდათ და ბავშვებს განსაკუთრებით უყვარდათ. ერთხელაც ამ ძაღლს რაღაც გაეჩხირა კისერში და მოუკვდათ, ბავშვებს რომ არ ენერვიულათ ეუბნებოდნენ: ‘ბუბუ საავადმყოფოშია და გადასხმებს იკეთებსო’ (ამასობაში ახლის ჩამოყვანას ცდილობდნენ, ჩამოყვანას კიდე დიდი დრო ჭირდებოდა და ბავშვებმა რომ მოიკითხეს ბუბუ როგორაა აღარ მოგვყავს სახლშიო? მამამისს უთქვამს, ძალიან ცუდადაა, პატარავდება და შეიძლება გაქრესო 😂😂😂

კაი გამარჯობა თქვენი

უცნაური ლექსი 📖***არც სილაჟვარდე გამოჩნდა ზეცის,არც დედამიწად ქარის მოდება;კაცი ყოფილა აშკარა მხეცი,ის მხეციც თან გძულს,...
25/05/2018

უცნაური ლექსი 📖

***
არც სილაჟვარდე გამოჩნდა ზეცის,
არც დედამიწად ქარის მოდება;
კაცი ყოფილა აშკარა მხეცი,
ის მხეციც თან გძულს, თან გეცოდება..

------------------ ------------ ------------------ --------------

მაგრამ ელვარეს თეთრად თოლიებს
ფიქრებთან ერთად გააქვს თარეში.
და ანძა ანძას გაიყოლიებს,
ყველაფრის დამტევ სიმწუხარეში...
გალაკტიონი
1930 წელი

_მე დავდექი მაგიდაზე, რომ შევახსენო საკუთარ თავს რომ საგნებს სხვა ხედვის წერტილიდანაც უნდა შევხედო.. ჩვენ მატლების საკვე...
16/05/2018

_მე დავდექი მაგიდაზე, რომ შევახსენო საკუთარ თავს რომ საგნებს სხვა ხედვის წერტილიდანაც უნდა შევხედო..
ჩვენ მატლების საკვები ვართ ბიჭებო. რაც არ უნდა დაუჯერებლად გეჩვენებოდეთ, ყოველი ჩვენთაგანი ერთ მშვენიერ დღეს შეწყვეტს სუნთქვას, გაცივდება და მოკვდება...__
Carpe Diem / დაიჭირე წამი.

,,მკვდარი პოეტების საზოგადოება''

რა იქნებოდა,დაბადებისას ჩაერბინა ცხოვრებას თვალწინ,ისევე როგორც სიკვდილის დროს,ხომ არ ვინანებდი ამდენს.სისულელეა ყველაფე...
16/05/2018

რა იქნებოდა,
დაბადებისას ჩაერბინა ცხოვრებას თვალწინ,
ისევე როგორც სიკვდილის დროს,
ხომ არ ვინანებდი ამდენს.

სისულელეა ყველაფერი,
რისიც გჯეროდა
და
ვერ იჯერებ,
რომ
ოდესღაც იყავი ბავშვი,
ხელუხლებელი ოცნებებით,
მზით
და
სიცოცხლით თხემამდე სავსე,
მაგრამ
დაბერდი,
ტკივილებმა გაგასწრეს ზრდაში.

მარგიანი

რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით,ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, -მარადიული ის არის მხოლოდდა ასეთია ყოველთვის ბოლონამდ...
16/05/2018

რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით,
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, -
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების.
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მიყვარხარ!
მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელიც ახლავს,
რაც არ უხდება და არც სჭირდება,
ამიტომ, ალბათ, გამიჭირდება
მისი წარმოთქმა. მაგრამ გახსოვდეს,
მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.
და გზა, რომელიც გაიყო ორად
და უკვე იქცა ცოდვად თუ ჭორად,
იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით
ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:
ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის,
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ.
რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი
და მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის,
ჩემს დასაცავად და დასაღუპად.
და რისხვა, გულმა რაც დააგუბა,
რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,
წვრილმან გრძნობების წასალეკავად
გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით
შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი.
და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით,
და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით
იქცეს კოშმარად ან მოჩვენებად,
დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება,
რომ ფრთებშეკვეცილ ფრინველის მსგავსად
აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
მერე რა მოხდა, თუ უცხო თვალი,
ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს
და იმ ღიმილის უხეში ქიმი
გაგვივლის გულში…
შენ კი გახსოვდეს,
რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,
რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც
და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
იმ კოცონისთვის გროვდება ახლა,
რომელზეც შენი სურვილით ახვალ.
მაგრამ იქამდე შენი სახელი,
ვით ჩემი მტრების თანამზრახველი,
ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით
დამახრჩობს, თუკი ამოძახებას
ვერ შევძლებ უცებ.

ოთარ ჭილაძე

1966

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Just a dream posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category