05/07/2026
🇬🇪| კაპიტნის კიდევ ერთი დაუვიწყარი მატჩი!
ესპანეთის წინააღმდეგ თორნიკე შენგელიამ მორიგი საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა,
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა,37 ქულა ჩააგდო და ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ შეხვედრაში ჩაგდებული ქულების რეკორდი დააფიქსირა👑
📊 აქამდე არსებულ რეკორდს 36-36 ქულით ზაზა ფაჩულია და მაიკლ დიქსონი ინაწილებდნენ.
📊 37 ქულა | 10 მოხსნა| 4 ჩაჭრა | 2 ასისტი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთი 91:89 დაამარცხა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური უკვე გაინაღდა.🇬🇪
#თორნიკეშენგელია #საქართველოსნაკრები