08/14/2026
ჩემი საყვარელი და საამაყო ქალბატონი.🙏❤️ გმადლობ ❤️🙏ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, ეს კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო და საამაყო მომენტია. 📸
💭 ქოუჩინგი ჩემი სულის საკვები გახდა. ემიგრაციაში სხვა პროფესიებიც მაქვს, მიწევს ჯარისკაცივით მუშაობა, რათა ფინანსურად სტაბილურად ვიყო, ხოლო ქოუჩინგი არის ის, სადაც სიმშვიდე ვპოვე. ეს არის საქმე, რომელიც მიყვარს და შიგნიდან მავსებს.
მივხვდი, რომ ეს ცოდნა მხოლოდ ჩემთვის არ უნდა დამეტოვებინა. ემიგრაციაში მყოფ ბევრ ქალს აქვს მენტალური პრობლემები – ოჯახისგან, შვილებისგან შორს და იძულებულები არიან იმუშაონ არა თავიანთი პროფესიით. ემიგრაციაში კრიზისი ასმაგად მძიმეა და ხშირად ერთმა სიტყვამ შეიძლება გადაგარჩინოს. სწორედ ამიტომ შევქმენი სივრცე ქალებისთვის, სადაც ჩემი გამოცდილებით ვეხმარები მათ, ვინც ახლა გადის იმ რთულ გზას, რომელიც მე უკვე გავიარე. მინდა ყველა ქალმა გაიაზროს, საკუთარ თავთან დაბრუნებას დრო არ აქვს, მიეცით საკუთარ თავს თავიდან დაწყების უფლება. და იცოდეთ, ამ გზაზე მე თქვენ გვერდით ვარ.
ქალბატონმა მარიკა ხალიანმა შემომთავაზა თავისი საავტორო პროექტის „მენტალური ჯანმრთელობის ფორუმის“ თანაორგანიზატორობა. ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში ფორუმმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – 150-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. უამრავი მადლობის წერილი, რომელიც მივიღე, იმის დასტურია, რომ ეს პროექტი ემიგრაციაში ყველას სჭირდება. ვაგრძელებ თანამშრომლობას მარიკასთან და წინ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს.
©️ ნინო გავაშელიშვილი Nino Gavashelishvili • ნინო გავაშელიშვილი ნინო გავაშელიშვილი
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ნინი ბაკაშვილი